ნარჩენებისგან დაბინძურების კერები გორში - კვლევის შედეგები
მეგობრობის ხიდმა „ქართლოსმა“ ნარჩენებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. დასკვნითი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

პროექტის ,,სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე“ , რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში „ქართლოსი“ახორციელებდა. პროექტის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესება იყო, ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარება ადვოკატირების გზით.

კერძოდ: მონიტორინგი ეხებოდა ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესს, 2018 -2019 წლების პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობებს ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით.

პროექტის მკვლევრის სოსო მეზვრიშვილის თქმით, კვლევის შედეგად ისეთი პრობლემები გამოიკვეთა, როგორიცაა ნაგვის ურნების სიმცირე. განსაკუთრებით სოფლებში, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი არ იხდიან ნაგვის მოსაკრებელს და ამასთანავე, კვლავ ფუნქციონირებს სტიქიური ნაგავსაყრელები.

,,ქალაქის შემთხვევაში სტიქიური ნაგავსაყრელები თითქმნის არ გვხვდება, მაგრამ დაბინძურების კერად დასახელებულია მდინარე ლიახვისა და მეჯუდის სანაპიროები, რომლებთანაც აგრარული ბაზრები მდებარეობს და სწორედ მოვაჭრეების მიერ ხდება ნარჩენების დაყრა’’ - განაცხადა სოსო მეზვრიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ყოველივე აღნიშნული შესწავლილი და შედარებული იქნა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან, ნარჩენების მართვის კოდექსთან და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-3 თავთან, რომელიც ეხება გარემოს დაცვას.

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირისა და ,,კონრად ადენაუერის’’ ფონდის მიერ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები