გორის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ სოფელ ზერტში დასუფთავდა სამი სტიქიური ნაგავსაყრელი.

თვითნებურად დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანეს სოფელ კვარხეთიდან. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიები დასუფთავდა ასევე მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში, თორტიზაში და ხელთუბანში.

,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები