„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - განახლებული ვებსაიტი ახალი ელემენტებით
გასულ კვირას ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ვებსაიტი EUvsDisinfo, რომელიც უძღვება მომხმარებლებს დეზინფორმაციის სამყაროში, განახლდა და მას ახალი ელემენტები დაემატა.

დეზინფორმაციის საკითხების მთავარი წყარო გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი. მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ონლაინ საძიებო სისტემით, რომელშიც პრორუსული დეზინფორმაციის 6500-ზე მეტი შემთხვევაა.

ძიება შესაძლებელია ენის, ქვეყნის, თარიღის ან საკვანძო სიტყვის საშუალებით. ყველა შემთხვევა საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეკრებილი და გამოაშკარავებული 2015 წლის შემდეგ, ვებსაიტს კვირაში ერთხელ მრავალი ახალი შემთხვევა ემატება.

ვებსაიტზე ინფორმაცია ახლა რამდენიმე ენაზეა, მათ შორის გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, არაბულ, სერბულ და მრავალ სხვა ენაზე.

ფუნქციონირების ოთხი წლის შემდეგ EUvsDisinfo წარმოადგენს კომპლექსურ პროექტს საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის ფარგლებში. ის მონიტორინგს უწევდა და მოიცავდა პრორუსულ დეზინფორმაციას 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ვებსაიტის „ახალი ამბების და ანალიზის“ განყოფილება მომხმარებელს სთავაზობს პრორუსული დეზინფორმაციის სამყაროს უახლეს ტენდენციებს. გარდა ამისა, იხილეთ პირველი ინტერვიუ სერიიდან, რომელიც დეზინფორმაციასთან მებრძოლებს და ფაქტების სანდოობის შემმოწმებლებს ეძღვნება.

წყარო
Print

სტატიის გამოყენების პირობები