რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების კუთვნილი აბრა ჩამოაგდეს
რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის ოფისთან დაფა ჩამოაგდეს და მინები ჩაამსხვრიეს. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ინფორმაციას ,,ეურაზიადეილი" ავრცელებს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რომში მაურიო მარჯია ვარაუდობს, რომ დაფა ქართველებმა ჩამოაგდეს.

,,შემთხვევა 14-15 ოქტომბერს მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ არ ავყვევით ასეთ პროვოკაციებს, უფრო მეტიც, უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას რომში" - აღნიშნავს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იტალიაში.

ახალი დაფა 2019 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნება.

იტალია არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მისცა.

დღესდღეობით სამხრეთ ოსეთს, ისევე როგორც აფხაზეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები