ჯავის რაიონში ქვათაცვენის საშიშროება 8 ადგილზე გამოავლინეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავის რაიონში ის ადგილები შეისწავლეს, სადაც ქვათაცვენის საშიშროება არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ცნობით, 3 ადგილზე უკვე ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები. დანარჩენ 5 ადგილზე სპეციალისტები მუშაობას ზამთრის დადგომამდე დაასრულებენ.

ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი ქვათაცვენის დროს, მანქანა ქვებს შორის მოყვა, რა დროსაც მამაკაცი დაშავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები