ზემო ხანდაკში იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ზემო ხანდაკში მამაკაცი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიცია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ედავება.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს - ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.

,,ჯერ დაუზუსტებელია ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ დააკავეს." - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები