,,კულას" დირექტორი პრემიერს: ,,გორულად გეტყვი - დედას ვუტირებ!"
კომპანია ,,კულას" წარმომადგენელი ვანო გოგლიძე ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი კომპანიის წინააღმდეგ შავი პიარი ააგორა, დედას უტირებს. ამის შესახებ მეწარმემ დღეს სოფელ კვარხეთში, ფერმერებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ,,კულას" არანაირი დახმარება ჭირდება, მაგრამ მძიმე დღეში არიან ის წვრილი მეწარმეები, რომლებიც მცირე ზარალსაც კი, ვერ გაუძლებენ:

,,ჩვენს წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ჭორები, თითქოს კრასკა აღმოჩნდა ტყემალში. გავაგზავნე სხვადასხვა ლაბორატორებში და შევამოწმებინე, ყველგან დადებითი პასუხი მოვიდა. ეხლა კიდევ ჩამოვა სხვა ექსპერტიზების პასუხები და ყველა იმ ტელევიზიასთან მივალ, სადაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა. არც ერთი ტელევიზია აღარ დაინტერესდა შემდეგ, მართალი იყო თუ არა ეს ინფორმაცია. რომელიღაც არასამთავრობომ გრანტი აიღო 600 000 ლარისა და ვითომ რამე გააკეთეს." - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

,,პირველ დღეს ვეღარ გავყიდეთ პროდუქცია. ჩვენ დაახლოებით 200 000 ლარის ზარალი ვნახეთ, თუმცა გავუძელით, მაგრამ ამას სხვა, მცირე მეწარმეები ვერ გაუძლებს" - აცხადებს ,,კულას" დირექტორი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სწორედ ეს არის დამოუკიდებელი მედია:

,,სწორედ ეს არის დამოუკიდებელი მედია, რასაც უნდა, იმასაც ლაპარაკობენ. მიხარია, ვანო, რომ აქ ხარ, მხნედ ხარ და არ შეუშინდი ამას. დარწმუნებული ვარ, რომ შენ სიმართლეს დაამტკიცებ" - უთხრა გახარიამ ,,კულას" დირექტორს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები