"შეცვალეს" წევრები შაქშაქეთის პოსტთან აქციის გამართვას აპირებენ
ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალე" საქაშეთის პოლიციის განყოფილებასთან აქციას გამართავს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზაციის 40-მდე წევრი თბილისიდან უკვე მიემართება, მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ატოცში შესვლას შეეცდებიან, ხოლო თუ სამართალდამცველებმა არ შეუშვეს აქციას შემდეგ პოლიციის შენობასთან გამართავენ.
ახალგაზრდები ამ ფორმით ოკუპაციას გააპროტესტებენ.

Qartli.ge ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს დავით დორენიანს ესაუბრა: "ბოლო პერიოდში განვითარებული მ9ვლენებიდან გამომდინარე ვაპირებთ ჩავიდეთ გამყოფ ხაზთან და აქცია გავმართოთ,ჩვენი ორგანიზაცია და მისი წევრები ამ ფორმით გავაპროტესტებთ ოკუპაციას. "-აცხადებს აქტივისტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები