ქეთევან ციხელაშვილს კომიტეტის დახურულ სხდომაზე უსმენენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომზე უსმენენ. ქეთევან ციხელაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ატოცში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

“საუბედუროდ, ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ძალასთან საქმე. მუდმივი პროვოკაციები, ესეთი ეპიზოდები გათვლილია იმაზე, რომ დაძაბულობა შეიქმნას და ჩვენ კალაპოტიდან ამოვვარდეთ, ამიტომ უნდა გავაკეთოთ საპირისპირო და აი ამ ფონზე ძალიან დიდი ყურადღებით, ერთის მხრივ მოვახდინოთ თვითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია“-განაცხადა მინისტრმა.

მედიისთვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დაიხურა, რასაც „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის უკმაყოფილება მოჰყვა, დეპუტატი გიორგი კანდელაკი ითხოვდა, რომ სხდომის დახურვამდე, სახელმწიფო მინისტრს განმარტებები გაეკეთებინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე.

სხდომის დახურვა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მოითხოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები