ოკუპანტებს დოლომიტის საბადომდე 450 მეტრი აშორებთ
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი აცხადებს რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები სავარაუდოდ ყობის სიახლოვეს მდებარე დოლომიტის საბადოსკენ მიიწევენ.

დავით ქაცარავამ Qartli.ge-ს განუცხადა რომ 2 დღის წინ ოკუპანტების საინჟინრო ტექნიკა სოფელ ყობთან იყო გაჩერებული.

„80 მეტრი აშორებთ ოკუპანტებს სოფელ ყობამდე, დოლომიტის საბადომდე კი ნახევარ კილომეტრზე ნაკლები, სწორედ ეს საბადოა მათთვის სტრატეგიული ობიექტი. საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები სავარაუდოდ საბადოს ოკუოპაციასაც მალე მოახდენენ. 500 მეტრია დარჩენილი გენადი ბოსიკოვის სახლამდე. სოფელში მხოლოდ ბოსიკოვები ცხოვრობენ“- აცხადებს ქაცარავა.


ამავე თემაზე: „ღმერთის ანაბარად ვართ“ - გენადი ბოსიკოვი ყობიდან






Print

სტატიის გამოყენების პირობები