ახალი ამბები
"ატოცში არავის ეშინია"- ქარელის მერი
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს რომ ატოცში მოსახლეობა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

Qartli.ge ზაზა გულიაშილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გუშინ იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

„ადგილობრივები მიწებს ამუშავებენ. ატოცში ორი ტრაქტორი მუშაობს და სასოფლო სავარგულებს ხნავენ. მოსახლეობაში არც შიში და არც დაძაბულობა იგრძნობა. ორი დღეა დავდივარ და ვხვდები ხალხს. „ბორდერიზაციის“ შედეგად დამატებით ოკუპირებული ტერიტორიები არ გვაქვს, საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა მხოლოდ იმ ძელებზე გაავლეს ბადეები, რომლებიც ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებული იყო“-აცხადებს გულიაშვილი.

სოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცში 2 დღის წინ გამოჩნდნენ, მათ „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. რკინის ძელებზე, რომელიც უვე დამონტაჟებული იყო ბადეები გაავლეს. დღეს საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები