ახალი ამბები
გორის ცენტრში კაცმა ქალს ჩანთა წაართვა და შემდეგ წართმეული ჩანთა ესროლა
გორში, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზე, დაახლოებით 50-წლამდე ასაკის მამაკაცმა ქალს ჩანთა წაართვა.

შემთხვევა, დღეს, შუადღეს, 14 საათზე მოხდა. ქალმა ყვირილისა და გარკვეული ძალისხმევის შედეგად, ჩანთა დაიბრუნა.

გამვლელების კითხვაზე, თუ ვინ იყო, რა უნდოდა და იცნობდა თუ არა საერთოდ, ქალმა თქვა, რომ საერთოდ არ იცნობს აღნიშნულ პიროვნებას.

თვითმხილველის თქმით, ჩანთის წართმევის შემდეგ, მამაკაცი არ გაქცეულა, მას ქალი მისდევდა და უყვიროდა. 

,,უყვიროდა, მომეცი ჩანთა, შე მათხოვაროო! თან თავზე ურტყამდა ქამრის ნაწილს. ამის შემდეგ კაცი მოტრიალდა და ის ჩანთა ესროლა, რომელიც წაართვა" - აცხადებს თვითმხილველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები