„ევროპა ჩემოდანში“ - ფარგლებში ხაშურში საჯარო ლექცია გაიმართება
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია ატარებს საჯარო ლექციების სერიას სახელწოდებით „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებში საჯარო ლექცია ხაშურში 23 ოქტომბერს გაიმართება.

„ეთნონაციონალიზმი და პოპულიზმი ბოსნია და ჰერცეგოვინაში: გაკვეთილი საქართველოსთვის“. პროექტის მთავარი მიზანი არის ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავება, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“- აცხადებენ ორგანიზატორები

ლექციას სარაევოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პოლიტიკური პარტია „ნაშა სტრანკა“-სა და ბორის დივკოვიჩის ფონდის პრეზიდეიუმის წევრი დოქტორი ვალიდა ნიკშიჩი გაუძღვება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები