ახალი ამბები
ვარიანის მეურნეობაში ხანძარი თივას გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიაის მეურნეობაში ერთ-ერთი ოჯახის საბძელში (თივის შესანახი ადგილი) ხანძარი გაჩნდა. ამის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი მივიდა.

,,ოჯახის დიასახლისმა ფოთლები შეაგროვა და ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ ცეცხლი თივის ტუკებზე გავრცელდა" - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახანძრო სამსახური და მისი თანამშრომლები უკვე სოფელში იმყოფებიან. სამაშველო სამსახურის პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ ცეცხლი მხოლოდ თივის ტუკებს უკიდია.

თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები