ახალი ამბები
სოფელ რენეს სიახლოვეს ავტობანზე ხილ-ბოსტნეულის ბაზრობის გახსნა გიორგი გახარიას სთხოვეს
რენელმა ფერმერმა პრემიერს ავტობანზე ხილის ბაზრის გახსნა სთხოვა. ამის შესახებ სოფელ კვარხეთში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს.

რენე კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. გორიდან იგოეთამდე (კასპის მუნიციპალიტეტი) არც ერთი ბაზრობაა, სადაც ავტობანის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობა პროდუქტს გაყიდიდნენ:

,,ბატონო, პრემიერო, მე ფერმერი ვარ სოფელ რენედან. ჩემი სოფლისა და გარშემო სოფლების მოსახლეობის სახელით გთხოვთ, რომ მთავარ მაგისტრალზე მოგვცენ უფლება ხილ-ბოსტანი გავყიდოთ" - უთხრა ფერმერმა გიორგი გახარიას.

,,ეს საქმე პირდაპირ ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება? მიმართეთ მას?"- იკითხა პრემიერმა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე თვითონაც დააყენებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე პედაგოგებს, მედიკოსებს, სპორტსმენებსა და ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრა რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, სადაც პრემიერმა და რწმუნებულმა შეკრებილებს რეგიონთან დაკავშრებული გეგმები გააცნეს და ასევე, მათი მხიდან წამოსული ინიციატივები მოისმინეს.

მოგვიანებით გიორგი გახარია მერებს, მერების მოადგილეებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ ხერხდება. პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელისუფების მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები