ახალი ამბები
ერთი სკოლიდან 2 პედაგოგი ,,საუკეთესო მასწავლებელის" ფინალისტი გახდა
გორის მე-12 სკოლიდან წარდგენილი ორი პედაგოგი, ,,საუკეთესო მასწავლებლების" კონკურსის ფინალში მოხვდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა რუსუდან ლომიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფინალისტები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია და გეოგრაფიის პედაგოგი მარიკა ვართუმაშვილი გახდნენ.

კონკურსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები