ხაშურში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემაზე შეხვედრა გაიმართება
დღეს, ხაშურში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემაზე შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

შეხვედრა 15 საათზე, ახალი ბანის ტერიტორიაზე დაიწყება, რომელსაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც დაესწრებიან.

ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან: შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი შიდა ქართლის რეგიონში.

ფოტო: აჭარის რეგიონში ჩატარებული ღონისძიებიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები