,,დაიჭირე და გაუშვი" ამური ნადარბაზევის ტბაში
ნადარბაზევის ტბაზე სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მეთევზემ 10,5 კგ-იანი ამურიც დაიჭირა და გაუშვა.

ის, ვინც სამოყვარულო თევზჭერაში შედეგს მიაღწევს, ამურს ან კობრას დაიჭერს, თევზთან სამახსოვრო ფოტოს იღებს. ტბის ადმინისტრაციას გადაღების დროს სპეციალური წესები აქვს შემოღებული. თევზი მეთევზეს ორი ხელით უნდა ეჭიროს.

ნადარბაზევის ტბა ქალაქ გორის მახლობლად მდებარეობს. ტბის ზედაპირის მინიმალური ფართობი 65 ჰა, ხოლო როდესაც ტბას ავსებენ სამელიორაციო მიზნით, მისი ფართობი აღწევს 150 ჰა–ს.



ტბა მდიდარია თევზით. მისი ბინადრები არიან სხვადასხვა სახეობის კობრი, საზანი, თეთრი ამური, კაპარჭინა (ლეშა), კარჩხანა. იგეგმება ხრამულის, ჭანარის და წვერას გაშვება. ტბაზე ნებადართულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა.



ნადარბაზევი წარმოადგენს საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ საწვრთნელ ბაზას. ამ წყალსატევზე წლის განმავლობაში არაერთი შეჯიბრება ტარდება სპორტულ თევზჭრაში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები