შიდა ქართლში მთავარ მაგისტრალზე ტურისტული ბანერები განთავსდა
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონის მასშტაბით ტურისტულად აქტიურ და ხალხმრავალ ლოკაციებზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.

ბანერები განთავსებულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე გუდვილისა და სმარტის ტერიტორიაზე. ასევე, ქალაქ გორში, ლომჭაბუკის სკვერისა და გორის ციხის ტერიტორიაზე.

,,ბანერების განთავსება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი ტურისტების ინფორმირებას და შიდა ქართლის რეგიონში არსებული ძეგლების და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას." - აღნიშნავენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები