ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს
ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს. ის ამ წუთებში, შიდა ქართლის სამხარე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ხეთერელი მიმდინარე წლის 25 აგვისტოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. მას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დასდო ბრალად.

არსებული ინფორმაციით ხეთერელი ცხინვალში ნათესავების სანახავად იყო გადასული. ის მარნეულში, შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები