ნატოს დღეების ფარგლებში ხაშურში შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.

გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრა, რომელიც ხაშურში, სამონასტო კომპლექს ბანას ტერიტორიაზე ჩატარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩიში და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი მონაწილეობდნენ.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები