,,კასპობა 2019"-ის ჩატარება მესამედ გადასდეს
ფოტოზე: ქვემო ჭალის წარმომადგენლები 2017 წლის დღესასწაულზე

,,კასპობა 2019" აღარ გაიმართება 26 ოქტომბერს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მერიიდან აცნობეს.

სახალხო დღესასწაულს სავარაუდოდ 2 ნოემბერს იზეიმებენ. ეს უკვე მესამე თარიღია, რომელიც ,,კასპობის" ჩასატარებლად წელს დაგეგმეს.

ორჯერ ჩაშლილი ,,კასპობის" მიზეზად სატენდერო დავებს ასახელებენ. ორივე ტენდერის დროს, კომპანიებმა მერიას უჩივლეს - არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის გამო. დავების საბჭოში კი, პროცედურებს არ აჩქარებენ.

2019 წელს კასპობა 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. ზუსტად, ამ მიზეზით 26 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამჯერად, 2 ნოემბერსაა დაგეგმილი.

სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს; 2017 წელს - 14 ოქტომბერს; ხოლო 2018 წელს კი, - 21 ოქტომბერს ჩატარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები