იუნფუ და გორი ,,დაძმობილდნენ"
დაძმობილების დოკუმენტს ხელი ქალაქ იუნფუს მერმა ვან შენმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო, ეკუნომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გორთან დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ქალაქ იუნფუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის დროს, გორის დათვალიერების შემდეგ მიიღეს. მათ თანამშრომლობის დოკუმენტის გასაფორმებლად გორის მერი ჩინეთში მიიწვიეს, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილი 5 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა“- წერია გორის მერიის მიერ განრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმების ფარგლებში გუნდიანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლები გორს ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს ესტუმრებიან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები