გორში წარმატებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს
გორში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში შიდა ქართლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოეს.

მოსწავლეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური (VII; VIII; XIX კლასი) უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

შიდა ქართლში საბაზო საფეხურზე 429 წარჩინებული მოსწავლე გამოვლინდა. აქედან 259 გორის მუნიციპალიტეტში, რაც წინა წელთან შედარებით 68 წარჩინებული მოსწავლით მეტია. ხაშურში - 80; ქარელში - 62; კასპში კი 28 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოეს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რომელიც 2009 წლიდან დაწესდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები