გორში პატრულის მანქანას ავარია შეემთხვა
გორში პატრულის ეკიპაჟის წევრები სამსახურებრივი ავტომანქანით წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურამიშვილის გამზირზე მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა განმარტა, რომ იგი ცდილობდა გზა დაეთმო ქვეითისთვის, რომელიც გურამიშვილის ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მის კუთვნილ ,,ოპელს" პატრულის მანქანა დაეჯახა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მოკვლევა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები