ევროკავშირის მონიტორების დაკავებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება
წნელისი-ჩორჩანას მონაკვეთზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების დროებით დაკავებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

უწყების წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით ეს ფაქტი ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას, კერძოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, შესაბამისად მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელისშეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა კონსტანტინიდმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები