„ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება“- ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების დროებით დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილმა 24 ოქტომბერს ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციული უწოდა.

"ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს ამაზე განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია,"- განაცხადა ციხელაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები