გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა
,,დროულად მოვაგვარეთ პრობლემა, კიდევ კარგი სამუშაო საათებში მოხდა და რეაგირება დროული იყო" - გვითხრა გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა თინა სოსანიძემ.

ცოტა ხნის წინ,მუზეუმის შენობის შესასვლელ დერეფანში, სადაც ელექტროენერგიის კოლოფი დგას, ცეცხლი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემებით, მოკლე ჩართვა მოხდა ალუმინისა და სპილენძის სადენების ერთმანეთთან შეხებით. მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ სადენების მოწესრიგებას შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები