,,იაკობობის" დღესასწაულზე ვარიანში სტუმრებს სიახლე დახვდებათ
2019 წლის 27 ოქტომბერს ,,იაკობობა" გაიმართება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის 179 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუმრებს სიახლე დახვდებათ.

მუზეუმის ეზოში დაიდგა წარწერა - ,,დედა ენა". ცივილიზაციის მუზეუმი - ასე დაახიასათა მუზეუმის ადმინისტრაციამ შეცვლილი ინტერიერი.

,,მწერლის მშობლიურ სოფელში მუზეუმი სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს.  ასევე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედა ენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ." - აღნიშნავენ გორის მერიაში.

ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები