შაქშაქეთის საპოლიციო განყოფილებასთან კვლავ შეზღუდვები მოქმედებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ატოცში, ყობში, წაღვლში და სხვა სოფლებში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს აღნიშნულ სოფლებში კვლავ არ უშვებენ.

მკაცრი შეზღუდვები 2019 წლის 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების არარსებობაა. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან, განსაკუთრებით, ატოცთან, საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებენ.


დღეს, 27 ოქტომბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები