კასპში ანსამბლ ,,სახიობას" კონცერტი გაიმართა
კასპში, 26 ოქტომბერს, ანსამბლ ,,სახიობას" კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.

კონცერტზე გაჟღერდა ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები - ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით.

ანსამბლი ,,სახიობა" 2006 წელს ჩამოყალიბდა. გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.

ანსამბლის ხელმძღვანელია ლოტბარი მალხაზ ერქვანიძე.

ცნობისათვის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური სიმღერის საღამოებს სხვადასხვა ანსამბლები მართავენ. კონცერტები უკვე ჩატარდა ვანსა და ბორჯომში, სადაც მონაწილეობდა ანსამბლი ანჩისხატი და ადილები.

პროექტი ხალხური საღამოები შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები