გორის სასამართლომ მამაკაცს შვილის გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა
14-წლის ქალიშვილის გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს ერთი მუხლი მოეხსნა.

გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა, მხოლოდ, გარყვნილი ქმედების განხორციელების ფაქტზე, მიუსაჯა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიიღო.

როგორც მსჯავრდებულის მეუღლე აცხადებს, 40 წლის ასაკის მამაკაცს შვილის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაუდასტურდა და დამნაშვედ ცნეს მხოლოდ გარყვნილ ქმედებაში.

დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ოჯახის ნათესავებს ბრალდების არ სჯერათ.

მამაკაცი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, პროცესები ამ ხნის განმავლობაში დახურული იყო. მსხვერპლი ამ დრომდე თავშესაფარში იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები