ონლაინ მედიასაშუალება „დია ნიუსის“ ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
დღეს, ონლაინ მედიასაშუალება „დია ნიუსის“ ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც საინფორმაციო სააგენტომ პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა მიმდინარე და საარქივო მასალები. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ ,,დია ნიუსის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

გთავაზობთ ,,დია ნიუსის" განცხადებას უცვლელად:

რამდენიმე წუთის წინ Dianews.ge-ს ვებგვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, რის გამოც ამ ეტაპზე პარალიზებულია საიტის მუსაობა. ვებგვერდის ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, გვერდიდან წაშლილია ყველა ფაილი. Dianews,ge-ს გახსნისას ეკრანზე ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით ,,მე დავბრუნდები“.

მსგავსი კიბერ თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდისა და ,,რადიო თავისუფლების“ საიტზეც განხორციელდა. ,,რადიო თავისუფლებამ“ ვებ-გვერდის კოპირება მოასწრო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები