გორში ვაგონებიდან ზეთებს იპარავდნენ
გორის რკინიგზის სადგურზე პოლიციამ ზეთის გადამალული ბალონები იპოვა.

ამის შესახებ შეტყობინება გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გვიან საღამოს მიიღეს.

მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,  ძველ ხიდთან პოლიციამ სხვადასხვა ფირმის მეორად ყუთებში კუსტარულად ჩასხმული ზეთები ამოიღო.

წინასწარი ინფორმაციით, ზეთებს ვაგონებიდან იპარავდნენ. პოლიციელებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები