გორში გოგებაშვილის სკვერში ახალგაზრდებს სკამები ააცალეს
გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბაღიში ერთ წელზე მეტია სკამები აღარ დგას. ამის მიზეზს გორის კეთილმოწყობის სამსახურში არ ასახელებენ, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბაღის მოვლა-პატრონობას ეპარქია ახორციელებს.

ეპარქიაში განმარტავენ, რომ სკვერი სკვერი მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოშია მოწყობილი, რომელიც გორისა და ატენის ეპარქიის კუთვნილებაა და მოვლა-პატრონობაც სწორედ მათ ევალებათ. qartli.ge დაინტერესდა რატომ აიღეს სკამები სკვერიდან და თემის გასარკვევად გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელს დედა მარიამს გაესაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობის მიერ მოხდა სკამების დაზიანება და საჭიროებდა გამოცვლას.

,,2013 წლიდან დღემდე, რაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერი ფუნქციონირებს 2-ჯერ გახდა სკამების შეცვლა საჭირო. ახალგაზრდები უდიერად ეპყრობოდნენ და აზიანებდნენ ინვენტარს. ბაღში სულ შვიდი სკამი იდგა, ახლა მხოლოდ ორია შეკეთებული. ვფიქრობთ, რომ ბაღში სკამების დამონტაჟება გაზაფხულზე მოხდება. კი ამბობენ სკამები არ დგასო, მაგრამ რატომ იმას არ კითხულობენ, რა ჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა. გორისა და ატენის ეპარქიას მისი მოვლა წელიწადში 500 ლარი უჯდება, ამას დამატებული სკამების გამოცვლა. მეეზოვე ნაგვის ურნების გატანას ვერ ასწრებდა სკვერიდან, ისე იყო გადატენილი, ეგ კიდევ ჯანდაბას, დაბლა ყრიან ნაგავს. მოვუწოდებ ახალგაზრდებს გაუფრთხილდნენ გარემოს."-აღნიშნა დედა მარიამმა qartli.ge-სთანს საუბრისას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები