EUMM: - ახალგორელი ქალის გარდაცვალების ფაქტზე ცხელი ხაზი არ გააქიურებულა
ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა. - ასე ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში მცხოვრები ქალის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

,,ამ შემთხვევის გამო, მისიის ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს პოტენციურ გავლენას რომელიც ახალგორის ხეობაში გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონიდან ძირითადი გადამკვეთი პუნქტი, რომელიც - ჩვეულებრივ დღეს დაახლოეებით 400 გადაკვეთა უზრუნველყოფდა 5 სექტემბრის შემდეგ დაკეტილია.

,,ეს ართმევს სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარების ქონის უფლებას ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე უარყოფითი გავლენა აქვს ცხოვრების სხვა ასპექტებზე. მისია ყურადღებით აკვირდება მსგავს მოვლენათა განვითარებას. სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ჰუმანური მიდგომის გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხადად წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია ამ საკითხების შესახებ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაზე ერგნეთში." - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პაციენტი, რომლის ოჯახის წევრები ითხოვდნენ თბილისის კლინიკაში გადაყვანას, ,,რაზდახანის" საგუშაგოზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა არ გაუშვეს. მარგო მარტიაშვილი გზაში გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები