ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბში მუშაობა 26-ე დღეა შეჩერებულია
ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბში მუშაობა 26-ე დღეა შეჩერებულიაა. ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს ობიექტზე დასაქმებულმა მუშამ მიაწოდა.

მშენებლობაში დასაქმებული მუშის ცნობით, საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, კერძოდ შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს.

2019 წლის 6 ოქტომბერს ხაშურში მცხოვრები 41 წლის მამაკაცი გაუმართავი ავტომობილის მსხვერპლი გახდა.

გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულს სატვირთო მანქანა უკნიდან დაიჯახა, სავარაუდოდ ავტომობილის მუხრუჭების გაუმართაობის გამო.

ამის შემდეგ ჯანდავის სამინისტროს შრომის ინპექცია შევიდა ობიექტზე.

„რაც მუშა დაიღუპა, იმის შემდეგ სამუშაოები შეჩერებულია, აგერ უკვე 26 დღეა. შემოვიდა შრომის ინპექცია და კიდევ სხვადასხვა სამსახურები. სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენებოდა, ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ჰქონდა. ჩინური კომპანია დააჯარიმეს 50 000 ლარით“-უთხრა Qartli.ge-ს სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულმა მუშამ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას შრომის ინსპექციის საქმიანობისა და მისი შედეგების შესახებ, გვაცნობებენ.

სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზა 23-ე ბიურო“ 2011 წლიდან ახორციელებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები