სურამში ,,ჭკვიანი სივრცის" პროექტი მოსახლეობისგან მხარდაჭერას ელოდება
სურამში შესაძლოა ,,ჭკვიანური სივრცე" მოეწყოს, რომლის პროექტი იდეების კონკურსზე წარადგინეს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან იდეად დასახელდა. 

პროექტის ერთ-ერთი ავტორი ნინო ხაჩიძე სურამის თემის მოსახლეობას  იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ჭკვიანი სივრცის მოწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება თემის განვითარებისთვის.

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა“, გაეროს განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, სურამში ახორციელებს თემის განვითარების პროექტს „ახალგაზრდული იდეა ადგილობრივი განვითარებისთვის“.

,,შევქმენით საინიციატივო ჯგუფი (მერაბ არევაძე, სულხან ტაბატაძე, ნინო ხაჩიძე) და ჩავერთეთ პროექტში, კერძოდ კი მონაწილეობა მივიღეთ იდეების კონკურსში, სადაც ჩვენი იდეა ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან იდეად დასახელდა. ჩვენს იდეას აქვს იმის პოტენციალი, რომ საზოგადიებრივი სიკეთე მოუტანს ჩვენს თემს." - აღნიშნავს ნინო ხაჩიძე.

ჯგუფის ინიციატივაა სურამში შეიმნათ მულტიფუნქციური, ნეიტრალური და რაც მთავარია უფასო სივრცე, რომელიც გააერთიანებს ყველა თაობის წარმომადგენელს.  სივრცეს ექნება რესურსცენტრის დატვირთვა, რომელიც აღიჭურვება მზის პანელებით, საჭირო კომუნიკაციებით (მზის ენერგიით, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნები, მაგიდები, სკამები, ა.შ.). გათვლილი იქნება 30-40 ადამიანზე, განთავსდება მოძრავი ვიტრაჟები, რომლითაც შესაძლებელი იქნება სივრცის გაზრდა და დაპატარავება.

უფრო კონკრეულად სივრცეს ექნება შემდეგი ფუნქციები:

სადისკუსიო: ადგილობივი მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და ადვოკატირების მიზნით საინფორმაციო, სადისკუსიო და ანალიტიკური შეხვედრები
საგანმანათლებლო: გამოფენა, ფილმის ჩვენება-განხილვა, პრეზენტაციები, ჯგუფური დისკუსია, ვოქრშოფები;
საინფორმაციო: სურამის ტურისტული ღირშესანიშნაობების მარშრუტები და ფოტოები, დაბის ისტორიის აღწერა (როგორც აუდიო, ასევე ვიდეო მასალა);
დასასვენებელი: მოეწყობა სკამები, მაგიდები, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოთქვამს მზაობას, რომ ის საპროექტო იდეა, რომელიც მოწონებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და გაიმარჯვებს ასევე, მხარდაჭერილი იყოს სამინისტროს მხრიდანაც და მის განხორციელებასა და დაფინანსების წყაროების მოძიებაზე იფიქროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები