ჟურნალისტებს ატოცში შესვლის უფლება მისცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში ჟურნალისტები შეუშვეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა დაახლოებით 13 საათზე მიიღო.

ჟურნალისტების ჯგუფი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც სამოქალაქო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა განცხადება გაავრცელეს.

დავით ქაცარავას თქმით, გუშინ საღამოს, 10-მდე ცხენოსანი პატრული გამოჩნდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ატოცთან სწორედ ცხენოსნები პატრულირებენ.

ადგილობრივი მკვიდრნი აცხადებენ, რომ ცხენოსნები იმ ღობეებთან მოძრაობდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ რკინის ბადეები გაავლეს. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის ცნობით, პოლიცია ამ მოძრაობას აკვირდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები