კოტეჯებში ქურდობის ფაქტზე მამაკაცს ბინაში წაასწრეს
დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცს, ქურდობის ფაქტზე, 11 ეპიზოდზე ედავებიან. ამის თაობაზე, დაზარალებულსა და ბრალდებულის ახლობლებს შორის, გორის სასამართლოს წინ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მხარეებს სასამართლოს ეზოში პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი აწყნარებდა. ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ დაზარალებულები დანაშაულს იგონებენ. მთავარი დაზარალებული კი, აცხადებს, რომ ის პირადად შეესწრო ქურდობის ფაქტს:

,,ჩვენ ბერბუკის დასახლებაში ვცხოვრობთ. მაგ ბიჭს ხურვალეთის დასახლებაშიც მოუპარია რაღაცეები. რაც მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს იპარავდა - ჭურჭელს, კოვზებს, სამკაულებს. ჩვენს ბინაში იყო შესული. მიჰქონდა ტრუსიკი, მობილური და რა ვიცი, კიდევ რა" - ამბობს დაზარალებული ქალბატონი.

პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა გვითხრა, რომ სამკარისი მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცეს. ჩვენს კითხვაზე, თუ ნივთების ქურდობაზე საუბარი, აღნიშნა, რომ ზემოთჩამოთვლილ საგნების გარდა, დაკარგულია ფულადი თანხებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები