კასპში,,ზებრები" პანდუსების გარეშეა
კასპში, თითქმის ყველაზე ქუჩაზე, ზებრაგადასასვლელებს პანდუსები არ გააჩნია. აღნიშნულ ფაქტს ქართლი.ჯი-მ ჯერ კიდევ მაშინ მიაქცია ყურადღება, როდესაც 2017 წელს ფარნავაზის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დღეს კი, ქალაქის ქუჩებში გადასასვლელები მოხატეს. გალამაზებულ გადასასვლელებით შშმ პირები ვერ ისარგებლებენ.

,,კასპში არანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ შშმ პირებისთვის, ელემენტარულად, გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული" - ამბობს კასპის შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე დავით პარკაძე.

მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ამ ეტაპზე 130-ზე მეტ ბენეფიციარს, სხვადასხვა სერვისების მომსახურების კუთხით, უწევს დახმარებას:

,,რეალურად, რამდენი ადამიანია, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ჩვენს მუნიციპალიტეტში განსაზღვრული არ არის. ჩვენ, კარდაკარის პრინციპით, რაც შევძელით, ეს ადამიანები მოვიძიეთ. მონაცემები არ მოგვაწოდა, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტომაც, რადგან წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ავუხსნათ დაინტერსებულ პირებს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საჭიროა ამ საკითხე დაიწყოს განხილვა; არც ერთი შენობაა ადაპტირებული, აღარ ვამბობთ, საგზაო ინფრასტრუქტურაზე" - აცხადებს დავით პარკაძე.

იგი თვლის, რომ ამ საკითხზე, სადისკუსიოდაც კი არ მოდის ხელისუფლება: ,,ჩვენ გვესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მასშტაბის პრობლემას ვერ გაწვდება, მაგრამ არის საკითხები, რომელიც განხილვას და დაგეგმვას საჭიროებს. ახალი აშენებული შენობებიც კი, არაა ადაპრტირებული. ელემენტარულად, პასპორტს ვერ იღებს ადამიანი" - განმარტავს დათო პარკაძე.

იხ. ამავე თემაზე: 

თინას პატარა წამალი - ეტლით ყარაფილას გზაზე (VIDEO)

გიორგი ჯავახიშვილი - ქვემო ჩოჩეთიდან


Print

სტატიის გამოყენების პირობები