გუგუტიანთკარში მინი მოედანი გაკეთდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მინი მოედანი გაკეთდება. ამისათვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 70 000 ლარი გამოყო.

ადმინისტრაციის ცნობით, ტენდერში მონაწილე კომპანიები დღეს გამოვლინდება. შერჩევას კი, დაახლოებით ორი კვირა დაჭირდება. 

გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 60 დღეში დაასრულებს.

სოფელი გორიდან 32 კმ მანძილზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით 144 ადამიანი ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები