აფეთქება ქარელში - დაშავებულია ერთი ადამიანი
გამთენიისას ქარელში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 57 წლის მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული კობა თედიაშვილი სხეულის მძიმე დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გამო მოხდა აფეთქება. იქნებოდა დილის 4 საათი, როდესაც 3 სართულიან კორპუსში შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია კარ-ფანჯარა და ჩამოიყარა ნალესი. იქ მცხოვრები ოჯახები ნათესავებთან გადანაწილდნენ. ჩვენ მხოლოდ 2 ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში. დაშავდა 57 წლის კაცი, რომელიც ხაშურიდან არის. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის მდგრადობის შემოწმება“- უთხრა Qartli.ge-ს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილნმა.

შინაგან საქმეთა სამინისრომ ფაქტზე გამოძიება სსკ 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები