გორის თეატრის დასი ბელორუსიაში თეატრულ ფესტივალზე გაემგზავრა
გიორგი ერისთავის თეატრალური დასი ბელორუსიაში ბობრუისკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

სამი საპრემიერო ჩვენების შემდეგ გორის თეატრის დასი ბელორუსიაში გაემგზავრა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს თეატრის ადმნინისტრაციიდან მიაწოდეს.

„ქართველ-ბელორუს დრამატურგთა კინოპროდუქციას, გორის თეატრის მსახიობები ალენა ივანიუშენკოს პიესის "ალისა თოვლის ქვეშ" მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,შეცვალეს" წარადგენენ. ის რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. აღნიშნული სპექტაკლით გორის თეატრის 175-ე სეზონი გახსნეს. ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში“- გვითხრეს ერისთავის თეატრიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები