ელიზაბეთ რუდი: ,,აშშ აფასებს მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ქართულ საზოგადოებაში"
ფოტო გადაღებულია ატენში სტუმრობის დრო

,,ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა შშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა.

მას ჟურნალისტებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ჰკითხეს: ,,ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომლიც ისტორიულია და გრძელდება. არ მინდა, კონკრეტული კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის შიგნით სამართლებრივ საკითხს შეეხება" , - განმარტა მან.

კითხვაზე, ხომ არ ძლიერდება რუსული გავლენა საპატრიარქოში, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ მათ კარგად ესმით - საქართველო დგას არა მხოლოდ რუსული საზიანო გავლენის წინაშე, არამედ უშუალოდ რუსეთის მიერ არის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული.

"თუმცა არ მსურს, გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც მკითხეთ", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს საპატრიარქოში გუშინ, 31 ოქტომბერს გაიმართა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ისინი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები