ცნობილი ძაღლი ,,ატო" სამი დღეა დეპრესიაშია
ძაღლი, რომელსაც ქვია ,,ატო" და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში ცხოვრობს, 3 დღეა დეპრესიაშია. ამის შესახებ ვეტერინარმა მის მეპატრონეს განუცხადა.

,,ატო" ანტოსაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს ეკუთვნის. ვეტერინარის შეფასებით, სწორედ, დეპრესიის გამო, ატო არც წყალსა და არც საკვებს მიირთმევს:

„მეოთხე დღეა საქაშეთის პოლიციის განყოფილების იქით არ გვიშვებენ. მიზეზს არ გვეუბნებიან, ადგილობრივმა პოლიციამ გვითხრა, რომ ზემოდან აქვთ ბრძანება. ატოცში, სადაც თითქმის ერთი წელი ვცხოვრობდით, აღარ გვიშვებენ. სახლში გვაქვს დატოვებული ყველაფერი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი. იქ არის ჩვენი 3 ძაღლი, მათ შორის ატოც, რომელიც უკვე 3 დღეა არც ჭამს და არც წყალს სვამს. ვეტერინარმა თქვა, რომ დეპრესიაშია იქ ჩვენს გარეშე. ატოცშია ჩვენი კუთვნილი 2 ავტომობილი." - აცხადებს ბალიაშვილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ვარაუდობს, რომ ქართული პოლიცია ოკუპანტების სურვილს ასრულებს:

„საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებს აღიზიანებდათ ჩვენი იქ ყოფნა, ვვარაუდობთ, რომ ჩვენი პოლიცია მათ ბრძანებას ასრულებს. ჩვენ სახლში მისვლას ვითხოვთ და არა ოკუპაციის ხაზთან. ატოცში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ადგილობრივები მიდიოდნენ და ძაღლებს აჭმევდნენ. გუშინ კი იქ პოლიციამ დენიც ჩაჭრა. “- გვითხრა ბალიაშვილმა.

,,ძალა ერთობაშიას" წევრები სოფელ ატოცში 2018 წლის ნოემბრიდან პატრულირებენ. სამოქალაქო პატრულირების წევრები გამყოფ ხაზთან იმ დროს ჩავიდნენ, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ძელების დამონტაჟება დაიწყეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ერთ-ერთ სახლში დაიდეს ბინა. 2019 წლის 16 ოქტომბრიდან კი, საოკუპაციო ხაზზე რუსი მესაზღვრეები ისევ გამოჩდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოც

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები