მეუფე ანდრია: ,,მეუფე პეტრემ დაუჩოქა კიდევაც პატრიარქს, მაგრამ ეს არ არის სინანული"
,,მე მჯერავს, რომ მეუფე პეტრეს გულში აქვს შენარჩუნებული პატრიარქის პატივისცემა და სიყვარული. ის სინოდის სხდომაზე ცდილობდა ეთქვა, რომ მას პატრიარქის შეურაცხყოფა არ ჰქონია განზრახული. მან დაუჩოქა კიდევაც პატრიარქს, მაგრამ ეს არ არის სინანული." - განაცხადა ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში.

მისი განმარტებით, საპატრიარქშო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმაზე უფრო მეტი აჟიოტაშია ატეხილი, ვიდრე სინამდვილეში ხდება.

,,მეუფე პეტრე იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელთაც თავიანთი უადგილო და ზოგ შემთხვევაში არაკორექტული განცხადებებით ეკლესია დააყენეს რთულ ვითარებაში. ჩვენ (ეკლესია) ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში, უკაცრავად და თქვენი, ჟურნალისტების პირიდან ვერ ამოვედით. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, ვსაუბრობდით ამ საკითხებზე. მეუფე პეტრე თავდასხმის რეჟიმში ესაუბრებოდა სინოდის წევრებს." - აღნიშნა მიტროპოლიტმა. 

ატენისა და გორის ეპარქიის მღვდელმთავარი თვლის, რომ მეუფე პეტრემ მღვდელმთავრობიდან საკუთარი თავი ,,განაყენა":

,,ვერ გეტყვით ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, სასულიერო პირები, პოლიტიკური პირები თუ უკაცრავად და ქუჩაში მოსიარულე უბრალო ადამიანები. მე ვწუხვარ, რომ მეუფე პეტრემ თავისი თავი განაყენა წმინდა სინოდის და ეკლეესიის ერთობისაგან.
როდემდე უნდა ნეტარებდნენ თავქარიანები თავისი თავქარიანობით.  მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები და თავდასხმები ეკლესიის მიმართ, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს ვთვლი , რომ დასრულდა რაღაც ეტაპი"- განაცხადა  მეუფე ანდრიამ.

რუსთავი 2-ის ეთერში მეუფე ანდრიამ შეაფასა ასევე იღუმენია თამარის (გამყრელიძე) ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ ჭყინდიდის ეპარქიაში ახლადგამწესებულ მღვდელმთავართან, მეუფე გრიგოლთან არ იმსახურებს: "მე პირადად არ ვაპირებ იმ მღვდელთავართან მსახურებას, ვინც უზნეობას აფარებს ხელს, მეუფე გრიგოლმა რა უნდა მასწავლოს? რა უნდა მიგვითითოს, როცა ვიცით, რომ მანაც ყველაფერი კარგად იცის და ასეთ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა,"- ამბობს იღუმენია დედა თამარი.

,,თავხედობა არ შეეფერება მონაზონს, ეს პირდაპირ სამონაზვნო წესებშია მოცემული.“ - ასე შეაფასა ატენისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ანდრიამ.

სინდოსი გადაწყვეტილება

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა  გაიმართა. ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს   სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

Print

სტატიის გამოყენების პირობები