თოვლის გამო როკის გვირაბის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა
ძლიერი ნალექის გამო როკის გვირაბის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეზღუდვები დღეს საღამოს 21:30 სთ-დან დაწესდა. დე-ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ადგილობრივი ჰიდრომეტეროლოგიური სადგურის ცნობით, ჯავის რაიონში ტემპერატურა მომდევნო ორი დღის განმავლობაში -6 გრადუსამდე დაეცემა.

ეწ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი და როკის გვირაბი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა რუსეთთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები