მკლავჭიდში ლევან ხიტურიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მკლავჭიდში ლევან ხიტურიძე მსოფლიოს ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ლევან ხიტურიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მკლავჭიდის სექციისტიტულოვანი წარმომადგენელია. გამარჯვება მან რუმინეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

,,აღსანიშნავია, რომ ლევანს ახალგაზრდებშიც ჰქონდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული და ახლა იგივე დიდებშიც გააკეთა. მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ 60 კგ–ში ქართული ფინალი შედგა. ლევან ხიტურიძეს ქუთაისელი მკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე უპირისპირდებოდა. შერკინება ლევანის გამარჯვებით დასრულდა." - აღნიშნავენ სააგენტოში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები