გორში მშობიარე ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა
,,დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა - ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა!" - აცხადებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე.

ინფორმაციას იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. თალაკვაძის ცნობით, გამოძახებაზე ექიმი მაია ნაოჭაშვილი იმყოფებოდა:

“ასეთი შემთხვევების დროს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია” - აცხადებს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები